შვილის ცემაში ბრალდებულ დედას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

09 ივლისი 2020, 11:52 326 ნახვა

დედა, რომელმაც  9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა, ხელვაჩაურის სასამართლომ  წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე პატიმრობის შეცვლას 3 000 ლარიანი გირაოთი ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც აეროპორტის დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თავის 9 წლის გოგონაზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა. ბავშვს სხეულზე სხვადასხვა სახის ტრამვული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ამ ეტაპზე  მოზარდი სახელწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფება. კიდევ 2 არასრულწლოვანზე რომელიც ამავე ოჯახის წევრები არიან, ბიოლოგიური მამა იზრუნებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში