მკვლელობა თუ თვითმკვლელობა აღმაშენებელზე, თბილისში

08 ივლისი 2020, 20:22 193 ნახვა

ხმაური იყო დღეს,  ზუგდიდში გულუების ოჯახში, სადაც 27 წლის გარდაცვლილი ვახტანგ გულუა თბილისიდან გადაასვენეს.  ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება, რომ ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კერძოდ კი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 4 სართულაინი შენობის სახურავიდან გადმოხტა.

ოჯახმა დათვალიერების შედეგად ცხედრის კისერზე თოკის კვალი ნახა, ასევე ნაკბილარები და ფრჩხილების კვალი მკლავზე და მიიჩნევს, რომ გამოძიებამ საქმე ჩაფარცხა.

27 წლის ვახტანგ გულუა თბილისში მეგობარ გოგონასთან იყო სტუმრად, რის შემდეგაც ის სახურავიდან გადმოვარდნილი იპოვეს. ოჯახი ხელმეორე ექსპერტიზას მოითხოვს, მანამდე კი მიცვალებულის დაკრძალვაზე უარს აცხადებს.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში