აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 

03 ივლისი 2020, 12:39 2942 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დღეს, 3 ივლისს დაფიქსირდა. შემთხვევა იმპორტირებულია და ინფიცირებული საკარანტინო სივრცეში იყო.

პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მსუბუქი სიმპტომები აქვს. 

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ქალი თურქეთიდან შემოვიდა. 14 დღის განმავლობაში კარანტინში იყო, გასვლის წინ ჩატარებული გეგმიური კვლევის დროს კი მას covid-19 დაუდასტურდა. 

ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე აჭარაში 344  ტესტი ჩატარდა და მხოლოდ ერთი პასუხი იყო დადებითი. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

29 ივნისს კორონავირუსი კიდევ ორ მოქალაქეს დაუდასტურდა. ორივე კოვიდინფიცირებული მძღოლია, ისინი საზღვრიდან გადაიყვანეს ცხელების ცენტრში. 

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1587 მო1ქალაქე. კარანტინი დატოვა 9318-მა ადამიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში