მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო

29 ივნისი 2020, 13:45 3049 ნახვა

მსოფლიოში კოვიდ-19-ით 10 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ეს  თითქმის ორჯერ მეტია სეზონური გრიპის შედეგად  დაავადებულთა რაოდენობაზე.  ახალი დაავადების შედეგად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნები მთელ მსოფლიოში ეტაპობრივად აუქმებენ საკარანტინო ზომებს. ზოგიერთ ქვეყანაში კი ისევ შეინიშნება დაავადების ზრდა. ეს ქვეყნებია ჩინეთი, აშშ. სამხრეთ კორეა და ავსტრალია.  

ეპიდემიოლოგთა განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა უახლოეს თვეებში მთელ მსოფლიოში დაფიქსირდება. იგი მომავალი წლის დასაწყისშიც გაგრძელდება. ნორმალურ ცხოვრებას მოქალაქეები მხოლოდ ეფექტური ვაქცინის შექმნის შემდეგ შეძლებენ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში