თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ბიძგები ბათუმშიც იგრძნობოდა 

15 ივნისი 2020, 11:09 5957 ნახვა

დღეს, 15 ივნისს, თურქეთში ბინგოლის დასახლებაში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა. 

ბიძგები იგრძნობოდა ბათუმშიც.

მიწისძვრა აღნიშნულ პროვინციაში გუშინ დღის ბოლოსაც იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა დაფიქსირდა. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ბიძგები ბათუმში გუშინ უფრო მძლავრად იგრძნობოდა. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში