აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, წყალტუბოში, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძე გამოწვევებს გაეცნო და მოქალაქეების პრობლემები მოისმინა, რომელიც ძირითადად დასაქმების ხელშეწყობას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ასევე ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.
ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.