20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება, არჩევნები შემოდგომაზეა და მაშინ დავითვლით - პრემიერი გადადგომაზე

05 ივნისი 2020, 16:56 2152 ნახვა

ჟურნალისტების კითხვაზე იქნება თუ არა ე. წ. გავრილოვის ღამის წლისთავზე გიორგი გახარია პრემიერ მინისტრი გახარია ამბობს, რომ დიახ.

„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის მიერ და რა მიზნით არის გავრცელებული ეს ინფორმაცია. მე მინდა თქვენ მადლობა გითხრათ, რადგან უკვე იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს. იმდენჯერ იყო ეს შეკითხვა დასმული. საბოლოო ჯამში, აი კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პრესონალურად ჩემთვის სად ვიქნები. რეალურად მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხემძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი ვიქნები. მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ. ახლა რაც შეეხება უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება. არჩევნები ხომ შემოდგომაზეა და ხომ გითხარით შემოდგომაზე დავითვლით"-განაცხადა გიორგი გახარიამ.
 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში