საკონსტიტუციო სასამართლომ ელექტრონული ბიომეტრული აიდი ბარათი და პასპორტის გაცემის წესი უცვლელად დატოვა

04 ივნისი 2020, 18:01 764 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ელექტრონული ბიომეტრული აიდი ბარათი და პასპორტის გაცემის წესი უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება პირველმა კოლეგიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სასამართლოს განმარტება სხდომაზე არ გაუკეთებია და ითქვა, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება. გასაჩივრებული იყო ნორმა, რომელიც აიდი ბარათის გაცემის წესს ადგენს.

მოსარჩელე მიიჩნევდა რომ არსებული ელექტრონული ჩიპი, აიდი ბარათებზე დატანილი ფოტო, ციფრები  პირადი ინფორმაცია, წინააღმდეგობაში მოდის მათ  რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან რადგან ფიქრობენ რომ ბიომეტრული  ჩიპი, შეიცავს ანტიქრსტეს ნიშნებს და აპოკალიფსთან არის კავშირში.  საკონსტიტუციო სასამართლოში განმარტავენ რომ სადავო ნორმებით არ ხდება ჩარევა მოსარჩელეთა რწმენის თავისუფლებაში. ვინაიდან ნომრები ნეიტრალური ხასიათისაა და თანაბრად ვრცელდება ყველა პირის მიმართ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში