საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 4 ივნისიდან დაიწყება

01 ივნისი 2020, 20:06 1672 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა, ხუთშაბათს, 4 ივნისს დაიწყება. „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა უცვლელია და გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე, ისინი განხილვებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. 

მათგან განსხვავებით, გუნდში გამართული კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას „ევროპულ საქართველოში“. პარლამენტის თავჯდომარე, როგორც თავის თანაგუნდელებს, ისე ოპოზიციას მოუწოდებს ჩაერთონ განხილვებში, რადგან საკანონმდებლო ორგანომ ფართო შეთანხმებით დაუჭიროს მხარი, ცვლილებებს. უმრავლესობაში ფიქრობენ იმასაც, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის გიორგი რურუას გათავისუფლება საბაბია, რადგან მათივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები არჩევნებს ვერ მოიგებენ. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას დამოუკიდებელი დეპუტატებიც აპირებენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში