ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯები - მსჯელობა ეუთო-ს საბჭოს სხდომაზე 

29 მაისი 2020, 18:29 125 ნახვა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას და მავთულხლართებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, ასევე გრძელდება  ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი.  ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უარს ეუბნებიან ახალგორის რაიონიდან პაციენტებს სამედიცინო ევაკუაციაზე. სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს სხადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი