ახალი რეგულაციები მუნიციპალური ტრანსპორტისთვის

28 მაისი 2020, 18:18 703 ნახვა

ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ქვეყანაში ხვალიდან ამუშავდება. მოქალაქეები მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსებით, მხოლოდ ახალი წესების დაცვით შეძლებენ გადაადგილებას. პირბადე მგზავრის აუცილებელი ატრიბუტი ხდება. ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში კი, კონდიციონერების ნაცვლად მოქალაქეებს ღია ფანჯრები დახვდებათ.  კონტროლს მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში