თეა წულუკიანი: “საკონსტიტუციო სასამართლოში არ მივდივარ”

27 მაისი 2020, 12:21 263 ნახვა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი დანიშვნის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. წულუკიანის განცხადებით, იგი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას აპირებს.

წულუკიანი ფიქრობს, რომ მოსამართლეობისთვის შესაფერის  ასაკში  არ არის. 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა უმთავრდება. ახალი თავმჯდომარის შესარჩევად   კონკურსი უნდა გამოცხადდეს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობაზე თეა წულუკიანი მოიაზრებოდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი