შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ და მოსახლეობის პრობლემები

22 მაისი 2020, 18:02 1984 ნახვა

შეზღუდვების მოხსნის მორიგი  ეტაპი, დღეს ღამის 12 საათიდან უქმდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. შეზღუდვების პერიოდში ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევდა, მანქანაში მგზავრების რაოდენობას ეხება, კერძო მანქანებისთვის ეს შეზღუდვა ხვალიდან მოხსნილი იქნება, თუმცა აკრძალვა რჩება ტაქსებისთვის.

ამ შემთხვევაში მძღოლის გარდა ავტომობილის უკანა სავარძელზე  ისევ ორი მგზავრი დაიშვება.   რაც შეეხება შიდა მუნიციპალურ და საქალაქათშორისო ტრანსპორტს  ამ საკითხზე მთავრობაში ჯერ-ჯერობით კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში