ავტომობილით 3-ზე მეტი პირის გადაადგილება ნებადართული ხდება, თუმცა არა ტაქსების შემთხვევაში

22 მაისი 2020, 11:13 5787 ნახვა

ხვალიდან ერთი ​ავტომობილით 3-ზე მეტი პირის გადაადგილების მხრივ დაწესებული შეზღუდვა იხსნება, თუმცა არა ტაქსების შემთხვევაში. განცხადება ამის შესახებ გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

პრემიერის თქმით, ხვალიდან საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმების პარალელურად რიგი შეზღუდვები მოიხსნება.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ერთ ავტომობილში 3 პირზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე, სხვა შემთხვევაში ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს. ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს იშრომონ და ოჯახებში შემოსავალი მიიტანონ"- განაცხადა გიორგი გახარიამ

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით კი ტაქსებთან მიმართებაში არსებობს  დამატებითი რისკები, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია და ეს მოთხოვნა დიდხანს დარჩება ძალაში. ​ ტაქსების შემთხევაში არსებობს რისკები  როგორც მძღოლთან, ისე მგზავრთან მიმართებაში, როცა ის საკმაოდ ხშირად იცვლის თავის მგზავრს და სწორედ ამ პრევენციის გათავლისწინებით დავტოვეთ ეს შეზღუდვა"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში