ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს

19 მაისი 2020, 12:02 258 ნახვა

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს.  საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება.

ცნობილია, რომ ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ამავდროულად, შეშფოთებაა გამოთქმული ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ცნობილია, რომ დოკუმენტში საუბარია ქვეყანაში პოლიტიკოსების მიმართ წარმოებულ სასამართლო საქმეებსა და ზოგადად სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი