საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განახლდა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი კოვიდ-19-ის პრევენციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობს. ამ დროისათვის რეგიონში 8 საჯარო სკოლა შენდება და 2 სკოლის სასპორტო დარბაზი. დამატებითი კორპუსი შენდება ბათუმის -მე-6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლასთან.