საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ ეკატერინე დგებუაძე დაინიშნა.
დგებუაძე, თანამშრომლებს მანდატურის სამსახურის უფროსმა წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ეკატერინე დგებუაძეს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე ოსლოს სახელმწიფო უნივერსიტეტში - ის სპეციალური განათლების ფილოსოფიის მაგისტრია.
ასევე, სხვადასხვა ეტაპზე ეკავა მაღალი თანამდებობები განათლების სისტემაში.
ეკატერინე დგებუაძეს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება აქვს.