ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის რეკონსტრუქცია მალე დაიწყება – პრემიერი

14 მაისი 2020, 11:51 270 ნახვა

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

მისი თმით, ტერმინალი ამერიკული ფონდის ინვესტიციებით შენდება, 30 მილიონი უკვე გადმორიცხულია. პროექტის ჯამური ღირებულება კი 93 მლნ აშშ დოლარია.

''რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შემდგომ სტიმულირებას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც აფინანსებდა სახელმწიფო არ  შეგვეჩერებინა, ან შეჩერების ტემპი ყოფილიყო მინიმალური.

ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვესტიმულირებინა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები. ამის მაგალითი გახლავთ ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც მალე დაიწყება. აქ პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკული ფონდი ახორციელებს. უკვე გადმორიცხულია 30 მილიონი დოლარი, სულ კი ღირებულება გახლავთ 93 მილიონი დოლარი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ეს დამადასტურებელია სახელმწიფოს ზრუნვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ასევე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის გაღრმავების. 

ყველაფერთან ერთად ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საპორტო ინფრასტრუქტურა. ფოთის პორტი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიბჭე  კიდევ უნდა განვითარდეს.  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავისზღვისპირეთში საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე და განვითარებული. ხელს შევუწყობთ მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი