სარფში დაკავებულ პირს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა

12 მაისი 2020, 20:45 8874 ნახვა

24 აპრილს სარფის საბაჟოზე დაკავებულ პირს, კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით ბრალდებული 24 აპრილს დააკავეს და იმავე დღეს სამოქალაქო კლინიკაში მოათავსეს. „ახლადმიყვანილი ბრალდებულები ციხის გარეთ სპეციალურად მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადიან შემოწმებას და რაიმე საეჭვო სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაჰყავთ.“ - ნათქვამია განცხადებაში.

სწორედ ამ პროტოკოლის დაცვის შემდეგ ბრალდებულს , PCR ტესტის შედეგების მიხედვით კოვიდ-19 დაუდასტურდა. მალე ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში მისი გადაყვანა იგეგმება. განცხადებაში ასევე წერია, რომ  საკარანტინო ზონაში მყოფ სხვა პირებთან მას  შეხება არ ჰქონია, თუმცა ბრალდებულს და ამ კლინიკაში მყოფ ესკორტის ოფიცრებს ტესტები ჩაუტარდებათ.  პენიტენციურ სისტემაში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი