სოფელ მარადიდში კირნათი ჰესის გამო უკვე დატბორილი ტერიტორიებისთვის კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ

12 მაისი 2020, 11:22 430 ნახვა

სოფელ მარადიდში  კირნათი ჰესის გამო უკვე  დატბორილი და სამომავლოდ დასატბორი  ტერიტორიებისთვის კომპენსაცია ამ დრომდე  არ მიუღიათ. დაახლოებით 6 ოჯახი  ელექტროსადგურის მშენებელ კომპანიასთან ქონების გამოსასყიდ  თანხაზე წლებია ვერ შეთანხმდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ  ჰესის მშენებელი კომპანიის „აჭარენერჯი 2007“- ის მიერ შეთავაზებული ფასი  მათი საცხოვრებელი სახლების,  საკარმიდამო და სასოფლო დანიშნულების ნაკვეთების საბაზრო ღირებულების შესაბამისი არ არის. ისინი ინვესტორისგან  ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქონების დათმობას არ აპირებენ. საქმე სასამართლოშია.

ადგილობრივებმა არა ერთი აქციაც გამართეს. ისინი  ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას კომპანიასთან შუამდგომლობას თხოვდნენ. მრავალწლიანი  დავის შემდეგ, სახელმწიფომ მარადიდის მოსახლეობისთვის კერძო საკუთრების იძულების გზით ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანება გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა.  

ჰესის მშენებელ კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ში აცხადებენ, რომ მათ პროექტით გათვალისწინებული ნაკვეთების მესაკუთრეთა 98 პროცენტთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. რაც შეეხება სხვებს, ამბობენ, რომ მათ ექსპერტის მიერ  შეფასებულ თანხაზე მეტს სთავაზობენ და იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მიაღწვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ელოდებიან ექსპროპრეაციის პროცესის  დასრულებას.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი