სპეცსამსახურები ჩინეთს მონაცემების დამალვაში ადანაშაულებენ

03 მაისი 2020, 17:54 736 ნახვა

ჩინეთმა, საერთაშორისო გამჭვირვალობის დარღვევით, კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მტკიცებულებები განზრახ დამალა ან გაანადგურა, - ამის შესახებ საუბარია საგამოძიებო დოკუმენტში, რომლის ავტორი სადაზვერვო ალიანსი „ხუთი თვალია“. მის შემადგენლობაში აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის სპეცსამსახურები შედის.

15-გვერდიან დოკუმენტში, რომლის შესახებაც ბრიტანული გამოცემა The Ssaturday telegraph წერს, ნათქვამია, რომ ჩინეთის მთავრობამ, სხვა ქვეყნების საფრთხის ქვეშ დააყენა, დამალა კორონავირუსის შესახებ სიახლეები, ამისთვის კი გააჩუმა ან „გააქრო“ ექიმები, რომლებიც ალაპარაკდნენ, გაანადგურა ლაბორატორიაში ვირუსის მტკიცებულებები და უარი თქვა ბიომასალები გადაეცა იმ საერთაშორისო მკვლევარებისთვის, რომლებიც ვაქცინაზე მუშაობდნენ. კვლევის ავტორების აზრით, ოფიციალური ჩინეთი, ჯერ კიდევ  2019 წლის დეკემბრის დასაწყისიდან ფლობდა მტკიცებულებებს ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შესახებ, თუმცა 20 იანვრამდე ამ ფაქტს უარყოფდა. კვლევის თანახმად, 3 იანვარს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომიტეტმა მითითება გასცა გაენადგურებინათ კორონავირუსის ნიმუშები და უცნობი ინფექციის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულიყო.

აქვე აღნიშნულია, რომ ავსტრალიის ხელისუფლება ასწავლიდა და აფინანსებდა ჩინელი მეცნიერების ჯგუფს იმ ლაბორატორიაში, რომელიც იკვლევდა გენეტიკურად მოდიფიცირებულ კორონავირუსებს, რასაც ღამურიდან ადამიანზე გადასვლა შეეძლო ისე, რომ არ დაქვემდებარებოდა მკურნალობას. ავსტრალიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ბაზარში გაჩნდა, რაც ემთხვევა ჩინეთის ოფიციალურ ვერსიას, ამერიკელები კი  ამბობენ , რომ ვირუსის წარმოშობის მიზეზები  ჯერ კიდევ გაურკვეველია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში