ლეღვასა და მუხაესტატეში 50 პირს იზოლაციის პერიოდი დაუსრულდა

01 მაისი 2020, 11:38 2179 ნახვა

"ლეღვასა და მუხაესტატეში 50-მდე პირს იზოლაციის პერიოდი დაუსრულდა. ისინი მკაცრი საკარანტინო წესებისგან გათავისუფლდნენ, თუმცა სოფელი რჩება მაღალი რისკის ზონად, მანამ სანამ ორი ინკუბაციის პერიოდის განმავლობაში არ იქნება სხვა დამატებითი შემთხვევა"- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რადგან ქალაქის ტერიტორიაზე არის ერთეული შემთხვევები, ამიტომ ეს ჩაკეტილი სივრცეები გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება და მათზე ზედამხედველობა გაგრძელდება.

აჭარაში კორონავირუსი სულ 27 პირმა დაამარცხა. გუშინ კლინიკა "მედალფა" დატოვა სამმა განკურნებულმა.  სამედიცინო დაწესებულებას, სავარაუდოდ კიდევ 5 პაციენტი დატოვებს.  მათ განმეორებითი  ტესტირების  შედეგად უარყოფითი  პასუხები მოუვიდათ.

18:00 საათის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში