საქართველოში ჩარტერული რეისების განრიგი

27 აპრილი 2020, 10:21 2338 ნახვა

დღეს, აირზენა პოლონეთიდან და ვარშავიდან საქართველოს 180 მოქალაქეს ჩამოიყვანს, ხვალ კი რეისი კოპენჰაგენიდან შედგება. მიღწეულია შეთანხმება ბელარუსიის ავიახაზებთან, მინსკიდან, საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძალისხმევით, განხორციელდება კოპენჰაგენის რეისი, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით კი კომპანია „ბელა ავია„

3, 10 და 17 მაისს განახორციელებს ჩარტერულ რეისებს მინსკი თბილისის მიმართულებით''- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. ასევე დღეს რიგით მეექვსე ჩარტერული რეისი ვარშავიდან განხორციელდება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში