ბრმა ტყვიით ქალის მოკვლის ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

20 აპრილი 2020, 18:16 2263 ნახვა

2 დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება პოლიციელს, რომელმაც ბრმად გაისროლა მოპირდაპირე კორპუსის მიმართულებით და ქალი მოკლა. პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი ნასვამი იყო და სახლის ჩხრეკისას ამოიღეს გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღით გასროლის ფაქტს მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა რა დროსაც ბრმა ტყვია თავის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში