გურიასა და კახეთში covid-19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

20 აპრილი 2020, 12:29 8293 ნახვა

საქართველოს 11 რეგიონიდან კორონავირუსი ამ ეტაპზე მხოლოდ ორში არ დაფიქსირებულა. 

ამ დრომდე ჩატარებული სკრინინგისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგად, COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი არ ყოფილა გურიასა და კახეთში. 

დაახლოებით ერთი კვირის წინ, შემთხვევა ასევე არ იყო დაფიქსირებული სამცხე-ჯავახეთშიც, თუმცა 19 აპრილს ვირუსი დაბა ახალდაბაში 30 წლამდე პირს დაუდასტურდა. 

აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 15 მარტს დადასტურდა. 

რაც შეეხება საქართველოში დაფიქსირებულ პირველ შემთხვევას, ის ირანში მოგზაურობას უკავშირდება და 26 თებერვალს გამოვლინდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი