კრიშტიანო რონალდომ კარანტინის წესები დაარღვია და წვეულებას დაესწრო

20 აპრილი 2020, 10:03 1995 ნახვა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "იუვენტუსის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ისევ უსიამოვნებაში ეხვევა.

რონალდომ უკვე მეორედ დაარღვია მკაცრი კარანტინის წესები. სუპერვარსკვლავი ნათესავის საიუბილეო ღონისძიებას მივიდა, სადაც 20-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ამის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც პორტუგალიელების ბევრი უარყოფით კომენტარი მოყვა.

პირველად რონალდო კარანტინის დარღვევაში მაშინ გამოიჭირეს, როდესაც ის ქუჩაში სეირნობდა. ამ დროისთვის უცნობია თუ რა ზომებს მიიღებენ პორტუგალიელი სამართალდამცავები.

კორონავისრუსი გავრცელების ეპიცენტრი, რონალდოს სახლიდან დაახლოებით 20 კილომეტრშია.

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში