თურქეთის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

11 იანვარი 2022, 14:21 1323 ნახვა

თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და "ქონიასფორის'' 27 წლის მცველი აჰმედ ჩალიქი ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა ანკარაში, დაახლოებით 09:00 საათზე მოხდა.

ჩალიქმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და მანქანა ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზიდან გადავარდა. მიღებული დაზიანების შემდეგ ფეხბურთელი გარდაიცვალა.

ადგილობრივი გამოცემის "hurriyet"-ის ინფორმაციით ფეხბურთელი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. აჰმეთ ჩალიქი სხვადასხვა დროს '''გენჩლერბირლიგის'' და ''გალათასარაის'' შემადგენლობაში თამაშობდა.

ჩალიქი თურქეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ეროვნულ ნაკრებში კი 8 შეხვედრა ჩაატარა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში