ბოიკოტი პეკინის ოლიმპიადას

09 დეკემბერი 2021, 20:10 1231 ნახვა

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი ახლა უკვე კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომაც გამოუცხადეს. დიპლომატიური ბოიკოტის ინიციატორი აშშ-ია.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩინეთის ხელისუფლებას მასობრივი დაკავების ბანაკების შექმნაში, უიღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლების იძულებითი სტერილიზაციის კამპანიის წარმოებაში სდებს ბრალს. ჩინეთმა დაგმო აშშ-ის გადაწყვეტილება და გადამწყვეტი კონტრზომების მიღებით დაემუქრა. ჩინეთში მიიჩნევენ, რომ აშშ-მა სპორტში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაარღვია, ხოლო ბოიკოტის წამოყენება სიცრუესა და ჭორებზე იყო დაფუძნებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში