ირაკლი ოქრუაშვილს 5 წელი მიუსაჯეს

13 აპრილი 2020, 13:53 845 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ, გამარჯვებული საქართველოს ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოიტანა.

"ორი ნაწილისგან შედგებოდა ბრალდება, ძალადობის ორგანიზებას აბრალებდნენ და ამ ძალადობაში მონაწილეობას, ხელმძღვანელობაში გაამართლა მოსამართლემ. მონაწილეობაში ის, რაც თქვენ კადრები ნახეთ, ასობით ადამიანი იყო, მაგრამ მაინც და მაინც ირაკლი ოქრუაშვილი გამოარჩიეს ამ შემთხვევაში და მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა", — თქვა მამუკა ჭაბაშვილმა მედიასთან საუბრისას.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 25 ივლისს დააკავეს, 27 ივლისს კი ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოზიცია არ შეუცვლია და ბრალს არ აღიარებს.

გამოძიება პარლამენტის შენობაზე  ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილს თანმხლებ პირებთან ერთად ძალადობრივ შეჭრის ხელმძღვანელობას ედავებოდა - ამ ნაწილში სასამართლომ ბრალდების  პოზიცია არ გაიზიარა. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში, რაშიც მოსამართლემ ოქროაშვილი დამნაშავედ სცნო. 

ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, ეს არის როგორც ყოველთვის პოლიციელთა, სპეცრაზმელთა ჩვენებები საქმეში სხვა მტკიცებულებები არ არის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი