პროგრამა მასწავლებლობის მსურველებისთვის

05 აპრილი 2016, 00:00 4098 ნახვა

უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგობის მსურველ სტუდენტებს სახელმწიფო შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ ერთ წლიანი პროგრამა და სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭოთ. მსურველებს შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. რეგისტრაცია 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე უკვე აკრედიტირებულია საუნივერსიტეტო პროგრამები. მასწავლებელთა უფლების მოპოვება შეუძლიათ ბაკალავრიის, მაგისტრის და მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. პროგრამის მიზანია როგორც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო მასწავლებლების მოზიდვა, ასევე კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა, განსაკუთრებით რეგიონებში. 

ამავე კატეგორიაში