თბილისის ინფექციურში პნევმონია შვიდ პაციენტს აღენიშნება, ორი შედარებით მძიმეა - მარინა ეზუგბაია

09 აპრილი 2020, 11:43 1071 ნახვა

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3 იმერეთის რეგიონში, 3 კი თბილისში. ახალი პაციენტი არ დამატებია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას კორონავირსის დიაგნოზით 33 პაციენტი გადის, მათგან 7 პნევმონიით. ორ შემთხვევაში კი ვითარება შედარებით მძიმეა, რადგან დაავადება პროგრესირებს.

რაც შეეხება დღეს დადასტურებულ ახალ შემთხვევებს, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია და ინფიცირების წყარო ცნობილია. მისივე თქმით ახალ შემთხვევებს შორის არ არიან არასრულწლოვნები.

თბილისის ინფექციურში დღეს განმეორებითი ტესტირება კიდევ 10 პაციენტს ჩაუტარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში