საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

04 აპრილი 2020, 12:34 11979 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. იგი კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

"31 მარტს შემოიყვანეს ქალი, იგი მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. პაციენტი ასაკით 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვ ინფექცია. ანამნეზში ამ პაციენტთან ბოლო 6 თვის განმავლობაში იყო მკვეთრი წონის დეფიციტი. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. 

 კვლევების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. დაწყებული იქნა სიმპტომური მკურნალობა.  სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე, დღეს დილით 9 საათზე სამწუხაროდ დაფიქსირდა ლეტალობა"- განაცხადა  თსსუ-სპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

როგორც ცნობილია 79 წლის გარდაცვლილი ქალი მარნეული-ბოლნისის კლასტერია.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში