BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, მოსკოვში კარანტინი გამოცხადდა

30 მარტი 2020, 10:08 389 ნახვა

ბიბისის რუსული ბიუროს ინფორმაციით, მოსკოვში და მის გარეუბანში კარანტინი გამოცხადდა და მოქალაქეებისთვის ახალი წესები დაწესდა. გამკაცრებული ზომების მიღების შემდეგ მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში შეეძლებათ: პროდუქტის ან მედიკამენტების საყიდლად სახლთან მდებარე უახლოეს მაღაზიაში წასვლა, ნაგვის გადაყრა, შინაური ცხოველის გასეირნება, თუმცა ამ შემთხვევაში სახლს 100 მეტზე დიდი მანძილით არ უნდა დაშორდეს. 

ამასთან, ახალი წესები მოქალაქეებს მოსკოვის დატოვების უფლებას არ უზღუდავს, თუმცა მერიის ინფორმაციით, გასვლის მიზეზი უნდა დასაბუთდეს. 29 მარტის მონაცემებით,  რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული 1 534 შემთხვევაა, აქედან ათასზე მეტი მოსკოვზე მოდის. გარდაიცვალა 9 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი