ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტის პასუხს ელოდებიან

28 მარტი 2020, 10:50 539 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის საეჭვო სიმპტომების მქონდე 6 პაციენტს აკვირდებიან. ისინი კლინიკაში საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს. პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი. 

ბათუმის ინფექციურში  მკურნალობას კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ამ დრომდე 3 პაციენტი გადის, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

4 ინფიცირებულია კლინიკა "მედალფაში".

"2-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთის საშუალო სიმძიმისაა, მას ფილტვების ორმხრივი ანთება აქვს. მეოთხე პაციენტის, 70 წელს გადაცილებული მამაკაცის მდგომარეობა კი დამძიმდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა გადაყვანილი, მას თანმხლები დაავადებები აქვს. რეანიმაციულ განყოფილებას დღეს 11 პაციენტის მიღება შეუძლია, თუ საჭირო იქნება გვაქვს გეგმა და შეგვიძლია გავზარდოთ 50-მდე"- განაცხადა ლევან ანთაძემ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში