არ არის ახლა პიარის დრო - პაატა იმნაძე ზუგდიდში შეკრებაზე

26 მარტი 2020, 17:07 2767 ნახვა

"არ არის ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო" - ასე გამოეხმაურა პაატა იმნაძე ზუგდიდის ცენტრში პირბადეებისა და სხვა ვირუსისგან დამცავი საუშალებების დარიგების ფაქტს, სადაც უამრავი ადამიანი შეიკრიბა და მინიმალური დისტანციის დაცვაც ვერ მოხერხდა. 

არ არის ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო, ხომ შეიძლება კარდაკარ ევლო ორ ადამიანს და ჩამოერიგებინა ეს საშუალებები, არ გამოიწვიონ მოსახლეობის ასეთი შეკრება, ამდენი შეგნება და ტვინი ხომ უნდა ჰქონდეს ყველას, არაა?"- განაცხადა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.

დღეს, 26 მარტს, ზუგდიდის ცენტრში ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მოედანზე ფონდი "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარსა და ხელთათმანებს ურიგებდა.  პოლიცია მოუწოდებდა მოქალაქეებს დაეცვათ დისტანცია, თუმცა მინიმალური წესების დაცვა ვერ მოხერხდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში