საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ 75 პაციენტია - 5 სამხედროს პასუხი დღეს გახდება ცნობილი

26 მარტი 2020, 10:26 982 ნახვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი გადის მკურნალობას.  ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სტაბილური. კლინიკის დირექტორის განცხადებით, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა მართვადი. ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 75 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა. თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო პირი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან დღეს გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ისინი სამი დღის წინ მარნეულში იმყოფებოდნენ და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მისივე თქმით, ყველა მათგანს ტემპერატურა მოემატა და სხვა საეჭვო სიმპტომები  გამოუვლინდა, მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ და ტესტის პასუხებს ელოდებიან. რაც შეეხება ბათუმს აქ  ვირუსის დადასტურებული 6 შემთხვევაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში