კორონავირუსის 67 დადასტურებელი შემთხვევა

24 მარტი 2020, 18:16 1908 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ამ მომენტისთვის 67-ია, მათგან 9 უკვე გამოჯანმრთელდა, ყველაზე სახიფათო კლასტერად კი მარნეული იქცა სადაც რამდენიმე დღის წინ ინფიცირებული 62 წლის ქალის ოჯახში 4 პირს აღმოაჩნდა კორონავირუსი.

ვითარებიდან გამომდინარე სწრაფი ტესტირება პირველად სწორედ მარნეულში ჩატარდება. რაც შეეხება აჭარას აქ  5 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მეექვსე ინფიცირებული, რომელიც სასტუმრო ჰილტონში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, სამშობლოში ავსტრიაში დაბრუნდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში