ანდრია ჯაღმაიძე  -„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ განმარტებები პირადად პრემიერსგან მოვისმინეთ“

22 მარტი 2020, 11:28 447 ნახვა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პირადად პრემიერ-მინისტრისგან მოისმინა განმარტება,  თუ რას გულისხმობს 10-კაციანი შეკრების შეზღუდვა.კონკრეტულად  ის, რომ ტაძრებში   მყოფ  ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, კერძოდ   განცხადებამ  10 -ადამიანზე მეტი შეკრების  აკრძალვის შესახებ    აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია   და ბევრი შეკითხვა  გააჩინა ეკლესიაში, მრევლსა და  სასულიერო პირებში,  ამიტომ   შევეცადეთ,   მიგვეღო უფრო დაწვრილებით განმარტებები.  პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა საპატრიარქოში  და მოვისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი არ არის   გასაგები - განაცხადა ჯაღმაიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში