არის თუ არა სურსათის მარაგი ქვეყანაში

15 მარტი 2020, 15:14 1073 ნახვა

სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი   შეიქმნა პრემიერ-მინისტრის  დავალებით, რომელსაც  მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს.    ჯგუფის შეხვედრა       გაიმართა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ითქვა, რომ კორონავირუსის გავრცელების  გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად,  ქვეყანაში  სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. შეხვედრაზე   ბიზნესომბუდსმენი,  უწყებების ხელმძღვანელები, იმპორტიორები,მსხვილი სასურსათო ქსელების  და დისტრიბუტორი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში