ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მიტოვებული ჩაის პლანტაციები იწვის.
ცეცხლი დაახლოებით, 5 ჰექტარზეა მოდებული. ცეცხლი უკიდია ასევე საყანე მიწის ნაკვეთებსაც.
ადგილზე 2 სახანძრო ბრიგადა მუშაობს . შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ ხანძრის დროულად ლოკალიზება არ მოხერხდა, ცეცხლი შესაძლოა გადავიდეს იქვე ახლომდებარე უნიკალური, მრავალწლოვანი ფიჭვების ქარსაფარ ზოლზე. ისინი, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად, დაუდევრობას ასახელებენ. [განახლებადი]