დღეს დინამიური დერბი შედგება - ბათუმი vs თბილისი

08 მარტი 2020, 12:04 609 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მეორე ტურში 8 მარტს ეროვნულ ლიგაში ,,დინამოური დერბი’’ შედგება. ბათუმის ,,დინამო’’ თბილისის ,,დინამოს’’ ესტუმრება. პირველი ტურის შემდეგ ორივე გუნდს თითო ქულა აქვს.

სადერბო სტატუსის გარდა შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია , რათა გუნდებმა 2020 წლის სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვონ. როგორც ცნობილია გია გეგუჩაძის გუნდს ბრაზილიელი შემტევი ჯოვინო ფლამარიონი და მცველი მამუკა კობახიძე დააკლდება. შეხვედრა ,,დინამო არენაზე’’ კვირას 18 : 00 საათზე დაიწყება. ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 5 შეხვედრაში 2 მატჩი ბათუმელებმა მოიგეს , ერთი ფრედ დასრულდა , ხოლო 2 -შიც თბილისელები დარჩნენ გამარჯვებულები.

ბოლო დაპირისპირება , რომელიც გასული წლის 6 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა ფრედ 1:1 დასრულდა. დღეს ასევე კიდევ ერთი მატჩი გაიმართება , გათამაშების დებიუტანტი ,,თელავი’’ საკუთარ მოედანზე გორის ,,დილას’’ მიიღებს მატჩი 15 :00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს შეხვედრების ნახვა ეროვნული ლიგის იუთუბ არხზე შეუძლია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი