აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებული კლინიკაში გადაიყვანეს

06 მარტი 2020, 14:09 3243 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული გიორგი აბაზაძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი კვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მაუწყებლის კლინიკა "მედცენტრში" განუცხადეს, რომ პაციენტს გულმკერდის არეში ჰქონდა ტკივილები. ''ფიქსირდებოდა მაღალი წნევა. პაციენტი რჩება დაკვირვების ქვეშ, ველოდებით ლაბორატორიულ კვლევებს. სავარაუდოდ, მას მოუწევს დარჩენა" - განაცხადა მკურნალმა ექიმმა. 

გიორგი აბაზაძე საინფორმაციო საინფორმაციო სამსახურის უფროსად, 4 მარტს დანიშნეს, რასაც ახალი ამბების ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა. ჟურნალისტების ინფორმაციით, მათი კოლეგისა და წამყვანის კვალიფიკაცია ძალიან დაბალია იმისთვის, რომ მართოს მაუწყებლის ახალი ამბები. ისინი მენეჯმენტს ტელევიზიაში არსებული სხვა პროდიუსერებისგან რომელიმეს დანიშვნა სთავაზობდნენ, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.  

მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შემდეგ, ახალი ამბების რედაქციაში კრიზისი გამწვავდა. დღესვე საინფორმაციო სამსახურის თანაშრომლების დიდმა ნაწილმა განცხადება გაავრცელა და კრიზისის გაღრმავებაში მენეჯმენტი დაადანაშულა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი