ბათუმში ლიფტის შახტში ბავშვი ჩავარდა

03 მარტი 2020, 21:43 14573 ნახვა

ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ბავშვი ჩავარდა.

9  წლის მოზარდი დაზიანებებით  ბათუმის  იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამ  ეტაპზე სხვა დეტალებზე სამედიცინო დაწსებულებაში  არ საუბრობენ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით, რაც გულიხსმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე  ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში