ბოტების დარაზმვა თუ ფეიქ-ნიუსებისგან მაყურებლის დაცვა - აჭარის მთავრობის სოციალური სტრატეგია

26 თებერვალი 2020, 18:14 1274 ნახვა

ე.წ. ბოტების დარაზმვა თუ ფეიქ-ნიუსებისგან მაყურებლის დაცვა, აჭარის მთავრობის პრესსამსახურის შეცდომით დაწერილი მესიჯი, განსჯის საგანი გახდა, მესამე სექტორში და ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ეწევა საჯარო მოხელეების მობილიზებას, ხშირ შემთხვევაში იძულების გზით, რის შემდეგაც სოციალუირ ქსელში,  ხელისუფლების წარმომადგენლის დადებითად წარმოჩინდება, მათი ოპონენტების მიზანმიმართული დაკნინების ფონზე. 

მმართველ გუნდში მოწოდებას მესიჯში გამოყენებულ ტექსტში „ჩვენების დარაზმვასთან“ დაკავშირებით განსხვავებულ ინტერპრეტაციას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ შეტყობინების  მიზანი საზოგადოების დეზინფორმაციისგან დაცვა იყო.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში