NDI–ს დირექტორს ლორა თორნტონსა და შორენა ღლონტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სკანდალური საქმე

25 თებერვალი 2020, 19:58 2818 ნახვა

საქმეს მოკვლევის შემდეგ ალბათ სამართალდამცავ უწყებებს გადავცემ - ამის შესახებ დღეს მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ განაცხადა. იგი ახალი ამბების სამსახურის უფროსის წინააღმდეგ ერთი წლის წინანდელ საქმეზე დისციპლინურ წარმოებას ატარებს. ფაქტია, რომ სამი თვის წინ მოსული დირექტორი მთელი ეს პერიოდია გადაწყვეტილებებს ახალი ამბების სამსახურში სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებზე იღებს.

პირველ რიგში მან ხელშეკრულება ნათია ზოიძეს შეუცვალა, შემდეგ რედაქტორთან ნათია შავაძესთან შრომითი ურთიერთობა ისე ამოწურა, რომ არაფერი შესთავაზა, ბოლოს მთავარ გამოშვებას მაია მერკვილაძე ჩამოაშორა. პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ წინა მენეჯმენტი საქმის კურსში იყო, იძიებს როგორ დაუთმო ეთერი მაუწყებელმა NDI-ს. ამ ყველაფერს გიორგი კოხრეიძე „სასიკეთოს,“ ჟურნალისტების განგაშს კი „ინტერპრეტაციებს“ უწოდებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში