მაუწყებლის ახალი თანამშრომლები და ახალი ამბების ჟურნალისტების რეაქცია

25 თებერვალი 2020, 18:11 1989 ნახვა

ახალი თანამშრომლები მაუწყებელში და ახალი ამბების გუნდში გაჩენილი კითხვები. დირექტორის ახალ მოადგილესთან და ახალ რედაქტორთან შეხვედრისას თანამშრომლებს კითხვები მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჰქონდათ.  ნინო ხაჟომია ამბობს, რომ ის ტელევიზიაში ცენზორად არ მოსულა. ვახო ხუმზიაშვილი კი სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას გამორიცხავს.

თუმცა თანამშრომელთა პოზიცია კვლავ ურყევია: „სარედაქციო დამოუკიდებლობა ისევ საფრთხის ქვეშაა“. მთავარი გამოშვების უკვე ყოფილი რედაქტორი მაია მერკვილაძე ამბობს, რომ იძულებულია დათანხმდეს დირექტორის შეთავაზებას, ის მაუწყებელში რჩება იმ მოტივით, რომ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკისთვის ბრძოლა ისევ გააგრძელოს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში