ნაკადულის საშენში მდინარის კალმახის ლიფსიტები გამოიჩეკა

25 თებერვალი 2020, 12:31 1844 ნახვა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, მდინარის კალმახის 50 000-ზე მეტი ლიფსიტა გამოიჩეკა - ინფორმაციას სააგენტო ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,პროექტის ფარგლებში განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი.
ამ მომენტისთვის, ნაკადულის კალმახის 100 000-მდე ლავრაა მიღებული. საგეენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში