საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალი 2020, 11:50 259 ნახვა

საბჭოთა ოკუპაციის დღეს ბათუმში, ქართველ მებრძოლთა საფლავთან შეიკრიბნენ,  პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ, 2010 წლის 21 ივლისს გამოცხადდა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რასაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია მოჰყვა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში