ბათუმის პლაჟების სასტუმროების მართვაში გადაცემის საკითხი სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს

24 თებერვალი 2020, 20:57 1373 ნახვა

ბათუმის მერია მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული პლაჟების მსხვილი სასტუმროებისთვის იჯარით გადაცემას ითხოვს, მაგრამ ეს საკითხი საკრებულომ ხვალინდელი დღის წესრიგიდან ამოიღო. განხილვა დროებით გადაიდო, შესაძლოა საზოგადოების რეაქციის გამოც. 

ლაშა კომახიძე ირწმუნება, რომ პირობა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა იქნება, მაგრამ ჩნდება კითხვა არის თუ არა შეფასებული ზიანი და კონკრეტული სარგებელი? მითუმეტეს მაშინ როდესაც ბულვარის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ აქვს დასრულებული მუშაობა ერთიან კონცეფციაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შეთანხმებები ძველ ბულვარში წარსულშიც არსებობდა, თუმცა პლაჟის ათვისების და ინფრატსრუქტურის მოწყობის კვალდაკვალ მოქალაქეები საზოგადოებრივი სიკეთით და სივრცეებით სარგებლობის შეზღუდვებზე საუბრობდნენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში