ბათუმში მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობას დროებით ''სევერი'' განახორციელებს

20 თებერვალი 2020, 12:42 6257 ნახვა

ბათუმის მერიამ უპატრონო ძაღლების მოვლა-პატრონობისთვის კომპანია ''სევერთან'' პირდაპირი შესყიდვა გააფორმა. პროგრამა დაახლოებით ორი თვე შეჩერებულია. მერიამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, მაგრამ ორივეჯერ ჩავარდა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. მერია მზად იყო კომპანიისთვის წლის განმავლობაში 252 000 ლარი გადაეხადა. 

მერიამ შესაბამისი ხელშეკრულება ''სევერთან'' 11 თებერვალს გააფორმა. უპატრონო ძაღლების მოვლა-პატრონობისთვის კომპანიას 59 000 ლარს უხდიან. ეს თანხა ორ თვეზეა გათვლილი. შემდეგ უკვე გაზრდილი ბიუჯეტით ტენდერი განმეორებით უნდა გამოცხადდეს. 

თვითმმართველობამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გასაფორმებლად, შესყიდვების სააგენტოს ხელშეკრულების 4 თებერვალს მიმართა. გამარჯვებულ კომპანიას  წლის განმავლობაში 2000 უპატრონო შინაური ცხოველის, ძაღლებისა და კატების დაჭერა, ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პროცედურები, ტრავმირებული ცხოველების მკურნალობა ევალება. 

ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში ძაღლების მოვლა პატრონობას კომპანია ''სევერი'' ახორციელებდა. რამდენიმე კვირის წინ აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ ტენდერში მონაწილეობაზე უარი თავშესაფარში არსებული სარემონტო სამუშაოების გამო თქვეს. 

''სევერი'' განახორციელებს სავარაუდოდ მსგავს მომსახურებას ხულოშიც, რადგან ის გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი კანდიდატია. ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადების ხულოს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც.

კომპანიას მუნიციპალიტეტშიც ბათუმის ანალოგიური სამუშაოების განხორციელება ევალება. ამისთვის კი წლის განმავლობაში 12 400 ლარია გათვალისწინებული.

ხულოში ამ დრომდე არ არის ცხოველთა თავშესაფარი. ამიტომ ისინი კომპანიას სპეციალური აღჭურვილობით მოწყობილი ავტომანქანით ბათუმში გადმოჰყავთ. მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ვეტერინალური კლინიკის ან ძაღლთა თევშესაფარის მოწყობა არ იგეგმება, ვინაიდან აღნიშნულ ხარჯს ბიუჯეტი ვერ გაწვდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი